ძმები რაიტები

ძმები რაიტები
ორვილ რაიტი
უილბურ რაიტი
ორვილ და უილბურ რაიტები 1905 წელს
მშობ. სახელი Wright Brothers
დაბ. თარიღი ორვილი: 19 აგვისტო, 1871, დეიტონი, ოჰაიო
უილბური: 16 აპრილი, 1867, მილვილი, ინდიანა
გარდ. თარიღი ორვილი: 30 იანვარი, 1948 (76 წლის), დეიტონი
უილბური: 30 მაისი, 1912 (45 წლის), დეიტონი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ორვილი: მბეჭდავი/გამომმქვეყნებელი, ველოსიპედებით მოვაჭრე/მწარმოებელი, პილოტების მწვრთნელი, თვითმფრინავის გამომგონებელი/მწარმოებელი, ავიაკონსტრუქტორი
უილბური: რედაქტორი, ველოსიპედებით მოვაჭრე/მწარმოებელი, პილოტების მწვრთნელი, თვითმფრინავის გამომგონებელი/მწარმოებელი, ავიაკონსტრუქტორი
მეუღლე(ები) არ ჰყოლიათ (არც ერთს)
ორვილ რაიტის ხელმოწერა
უილბურ რაიტის ხელმოწერა
მშობლები მამა: მილტონ რაიტი
დედა: სიუზან კეტრინ კოერნერი

ორვილ რაიტი (დ. 19 აგვისტო, 1871 – გ. 30 იანვარი, 1948) და უილბურ რაიტი (დ. 16 აპრილი, 1867 – გ. 30 მაისი, 1912) — ორი ამერიკელი ძმა, გამომგონებლები, ავიაციის პიონერები რომელებიც ცნობილნი არიან, მსოფლიოში პირველი წარმატებული აეროპლანის შექმნითა და მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენის განხორციელებით 1903 წლის 17 დეკემბერს. [1] [2] [3] 1905 წლიდან 1907 წლამდე რაიტებმა განავითარეს მათი „მფრინავი მანქანა“ (აეროპლანი) პირველ პრაქტიკულ უძრავფრთიან თვითმფრინავამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ექსპერიმენტული თვითმფრინავების შექმნისა და ფრენის პირველი მცდელობა, ძმები რაიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიგონეს თვითმფრინავის კონტროლის სისტემა, რამაც ფრენის საშუალება მისცა უძრავფრთიან ძრავიან თვითმფრინავებს.

ძმები რაიტების ფუნდამენტური გარღვევა მათი გამოგონებებიდან იყო სამღერძა კონტროლის სისტემის შექმნა, რაც მფრინავს საშუალებას აძლევდა, ეფექტურად ემართა თვითმფრინავი და შეენარჩუნებინა წონასწორობა. [4] [5] [6] [7] ეს მეთოდი გახდა და დღემდე რჩება ყველა ტიპის უძრავფრთიანი თვითმფრინავების სტანდარტად. [8] [9] საავიაციო სამუშაოების დაწყების დღიდან ძმებმა რაიტებმა მიზნად დაისახეს საიმედო მართვის კონტროლის ჩამოყალიბება, როგორც გასაღები „ფრენის პრობლემის“ აღმოსაფხვრელად. ასეთი მიდგომა მკვეთრად განსხვავდებოდა იმ დროის სხვა ექსპერიმენტებისგან, რომლებიც დიდ აცენტს აკეთებდნენ უფრო მეტად მძლავრი ძრავების შემუშავებაზე. [10] სახლის პატარა აეროდინამიკური მილის გამოყენებით ძმებმა შეძლეს უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვება, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ მათზე ადრე, რამაც საშუალება მისცათ, დაეპროექტებინათ და შეექმნათ ფრთები და პროპელერები, რომლებიც მანამდე შექმნილებზე გაცილებით უფრო ეფექტური იყო. [11] [12] მათი პირველი აშშ-ის მიერ გაცემული პატენტიც ნომრით 821,393 საფრენი აპარატის გამოგონებას კი არ აცხადებდა, არამედ აეროდინამიკური კონტროლის სისტემის გამოგონებას, რომლითაც მანიპულირება შესაძლებელი იქნებოდა საფრენი აპარატის ზედაპირზე. [13]

მექანიკოსის უნარები მათ წლების მანძილზე ბეჭვდისა, ველოსიპედების, ძრავებისა და სხვა მექანიკურ წარმატებულ სამუშაო პროცესში გამოუმუშავდათ. მათმა მუშაობამ ველოსიპედებზე ნაწილობრივ გავლენა იქონია მათ რწმენაზე, რომ, პრაქტიკულად, შესაძლებელია ისეთი არასტაბილური მანქანის კონტროლი და დაბალანსება, როგორიც თვითმფრინავია. [14] 1900 წლიდან გვიან 1903 წლამდე, ძმების პირველ ძრავით აღჭურვილ ფრენებამდე, ისინი აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან ტესტებს გლაიდერებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა მათი, როგორც პილოტების, უნარჩვევების გამომუშავებაზე. ძმები რაიტების ველოსიპედების მაღაზიაში მომუშავე ჩარლი ტეილორი მათი ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, შექმნა რა პირველი თვითმფრინავის ძრავა ძმებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძმები რაიტების სტატუსი, როგორც თვითმფრიავის გამომგონებლების, კამათის საგანია არაერთ ორგანიზაციასა თუ ადამიანთა დაჯგუფებას შორის.

Other Languages
aragonés: Chirmans Wright
العربية: الأخوان رايت
asturianu: Hermanos Wright
azərbaycanca: Rayt qardaşları
беларуская: Браты Райт
беларуская (тарашкевіца)‎: Райт (браты)
български: Братя Райт
brezhoneg: Breudeur Wright
bosanski: Braća Wright
Ελληνικά: Αδελφοί Ράιτ
Esperanto: Fratoj Wright
español: Hermanos Wright
euskara: Wright anaiak
ગુજરાતી: રાઈટ બંધુઓ
हिन्दी: राइट बंधु
hrvatski: Braća Wright
Bahasa Indonesia: Wright Bersaudara
íslenska: Wright-bræður
italiano: Fratelli Wright
日本語: ライト兄弟
한국어: 라이트 형제
Lëtzebuergesch: Bridder Wright
lietuvių: Broliai Raitai
latviešu: Brāļi Raiti
मैथिली: राइट बन्धु
олык марий: Райт иза-шольо
македонски: Браќа Рајт
монгол: Ах дүү Райт
मराठी: राइट बंधू
Bahasa Melayu: Wright bersaudara
Mirandés: Armanos Wright
မြန်မာဘာသာ: ရိုက်ညီနောင်
Napulitano: Frate Wright
नेपाल भाषा: राईट दाजुकिजा
Nederlands: Gebroeders Wright
norsk nynorsk: Wright-brørne
ਪੰਜਾਬੀ: ਰਾਇਟ ਭਰਾ
Piemontèis: Frej Wright
português: Irmãos Wright
română: Frații Wright
русский: Братья Райт
sicilianu: Frati Wright
srpskohrvatski / српскохрватски: Braća Wright
Simple English: Wright brothers
slovenčina: Bratia Wrightovci
slovenščina: Brata Wright
српски / srpski: Браћа Рајт
татарча/tatarça: Rayt bertuğannar
ئۇيغۇرچە / Uyghurche: ئاكا-ئۇكا رايتلار
українська: Брати Райт
Tiếng Việt: Anh em nhà Wright
хальмг: Братья Райт
中文: 莱特兄弟
Bân-lâm-gú: Wright hiaⁿ-tī
粵語: 萊特兄弟