ურუგვაი

List2.svg მდინარე ურუგვაისთვის, იხილეთ ურუგვაი (მდინარე).
ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა
República Oriental del Uruguay
ურუგვაი
ურუგვაის
დროშა გერბი
დევიზი: „Libertad o Muerte“
„თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი:  Himno Nacional de Uruguay
ურუგვაის ეროვნული ჰიმნი
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
მონტევიდეო
34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / -34.883; -56.167
ოფიციალური ენა ესპანური
აღიარებული რეგიონული ენები პორტუგალიური
ეთნიკური ჯგუფები (2011 [1])
  • 90,7 % თეთრკანიანი
  • 4,8 % შავკანიანი
  • 2,4 % ადგილობრივები
  • 0,5 % აზიელები
  • 1,9 % სხვა
ეთნოქორონიმი ურუგვაელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი
 -  ვიცე-პრეზიდენტი რაულ ფერნანდო სენდიკ როდრიგესი
საკანონმდებლო ორგანო გენერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატორთა პალატა
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
დამოუკიდებლობა ბრაზილიის იმპერიისგან
 -  გამოცხადება 25 აგვისტო, 1825 
 -  აღიარება 28 აგვისტო, 1828 
 -  კონსტიტუცია 18 ივლისი, 1830 
ფართობი
 -  სულ 176 215 კმ2 ( 91-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 3 324 460 [2] ( 133-ე)
 -  2011 აღწერა 3 286 314 [3]
 -  სიმჭიდროვე 18.87 კაცი/კმ2 ( 198-ე)
მშპ ( მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $59.201 მილიარდი [4] ( 91-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 391 [4] ( 61-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $58.283 მილიარდი [4] ( 78-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 121 [4] ( 45-ე)
ჯინი (2010) 45.3 [5]
საშუალო
აგი (2013) Increase2.svg 0.790 [6]
მაღალი · 50-ე
ვალუტა ურუგვაული პესო ( UYU)
სასაათო სარტყელი UTC-03:00
 -  ზაფხული ( DST) UTC-02:00 ( UTC)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +598
ინტერნეტ-დომენი .uy

ურუგვაი ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა [7] ( ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს, [2] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს. [2] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.

1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო. [8] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.

ურუგვაი პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით; [9] ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ. [9] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ურუგვაის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი წვლილი შეაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში. [9] ქვეყანა რეგიონში მეორეა ეკონომიკის თავისუფლების, შემოსავლების თანასწორობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ. [9] ურუგვაი მესამე საუკეთესო ქვეყანაა კონტინენტზე ადამიანის განვითარების ინდექსის, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. [9] [10] გაეროს მიერ ურუგვაი შეფასებულია როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა — ერთადერთი მსგავსი მონაცემის მქონე სახელმწიფო ამ რეგიონიდან ჩილესთან ერთად. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე. [9]

2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების მიმართ ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა ეკონომისტმა ურუგვაი „წლის ქვეყნად“ დაასახელა. [11] ქვეყანაში ასევე ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რის შედეგადაც, ურუგვაი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოდ. რეგიონში სამაგალითოა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ჩართულობის საკითხების მხრივ. [12]

ეტიმოლოგია

ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, ერთი ვერსიით გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“. [13]

Other Languages
Acèh: Uruguay
Afrikaans: Uruguay
Alemannisch: Uruguay
አማርኛ: ኡሩጓይ
aragonés: Uruguai
Ænglisc: Uruquaria
العربية: الأوروغواي
asturianu: Uruguái
Aymar aru: Uruwayi
azərbaycanca: Uruqvay
تۆرکجه: اوروگوئه
башҡортса: Уругвай
Boarisch: Uruguay
žemaitėška: Urugvajos
Bikol Central: Uruguay
беларуская: Уругвай
беларуская (тарашкевіца)‎: Уругвай
български: Уругвай
भोजपुरी: उरुग्वे
Bislama: Uruguay
বাংলা: উরুগুয়ে
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: উরুগুয়ে
brezhoneg: Uruguay
bosanski: Urugvaj
буряад: Уругвай
català: Uruguai
Chavacano de Zamboanga: Uruguay
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Uruguay
нохчийн: Уругвай
Cebuano: Uruguay
کوردی: ئوروگوای
corsu: Uruguai
qırımtatarca: Urugvay
čeština: Uruguay
словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ: Оуроугваи
Чӑвашла: Уругвай
Cymraeg: Wrwgwái
dansk: Uruguay
Deutsch: Uruguay
Zazaki: Uruguay
dolnoserbski: Uruguay
डोटेली: उरुग्वे
ދިވެހިބަސް: އުރުގުއޭ
eʋegbe: Uruguay
Ελληνικά: Ουρουγουάη
English: Uruguay
Esperanto: Urugvajo
español: Uruguay
eesti: Uruguay
euskara: Uruguai
estremeñu: Uruguai
فارسی: اروگوئه
suomi: Uruguay
Võro: Uruguay
Na Vosa Vakaviti: Uruguay
føroyskt: Uruguai
français: Uruguay
arpetan: Urugoayi
Nordfriisk: Uruguay
Frysk: Oerûguay
Gaeilge: Uragua
Gagauz: Urugvay
Gàidhlig: Uruguaidh
galego: Uruguai
Avañe'ẽ: Uruguái
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: उरुग्वे
ગુજરાતી: ઉરુગ્વે
客家語/Hak-kâ-ngî: Uruguay
עברית: אורוגוואי
हिन्दी: उरुग्वे
Fiji Hindi: Uruguay
hrvatski: Urugvaj
hornjoserbsce: Uruguay
Kreyòl ayisyen: Irigwe
magyar: Uruguay
Հայերեն: Ուրուգվայ
interlingua: Uruguay
Bahasa Indonesia: Uruguay
Interlingue: Uruguay
Igbo: Uruguay
Ilokano: Uruguay
Ido: Uruguay
íslenska: Úrúgvæ
italiano: Uruguay
日本語: ウルグアイ
Patois: Yurugwai
la .lojban.: uruguais
Basa Jawa: Uruguay
Qaraqalpaqsha: Urugvay
Taqbaylit: Urugway
Kabɩyɛ: Uruguwe
Kongo: Urugway
қазақша: Уругвай
kalaallisut: Uruguay
ಕನ್ನಡ: ಉರುಗ್ವೆ
한국어: 우루과이
Kurdî: Ûrûguay
kernowek: Urugway
Latina: Uraquaria
Ladino: Uruguay
Lëtzebuergesch: Uruguay
лезги: Уругвай
Limburgs: Uruguay
Ligure: Uruguay
lumbaart: Uruguay
lingála: Ulugwai
لۊری شومالی: ئوروگوٙە
lietuvių: Urugvajus
latgaļu: Urugvajs
latviešu: Urugvaja
मैथिली: उरुग्वे
олык марий: Уругвай
Baso Minangkabau: Uruguay
македонски: Уругвај
മലയാളം: ഉറുഗ്വേ
монгол: Уругвай
मराठी: उरुग्वे
кырык мары: Уругвай
Bahasa Melayu: Uruguay
Malti: Urugwaj
မြန်မာဘာသာ: ဥရုဂွေးနိုင်ငံ
مازِرونی: اروگوئه
Napulitano: Uruguay
Plattdüütsch: Uruguay
नेपाली: उरुग्वे
नेपाल भाषा: उरुग्वे
Nederlands: Uruguay
norsk nynorsk: Uruguay
norsk: Uruguay
Novial: Uruguay
occitan: Uruguai
Livvinkarjala: Urugvai
Oromoo: Uraaguwaay
ଓଡ଼ିଆ: ଉରୁଗୁଏ
Ирон: Уругвай
ਪੰਜਾਬੀ: ਉਰੂਗੁਏ
Pangasinan: Uruguay
Kapampangan: Uruguay
Papiamentu: Uruguai
Deitsch: Uruguay
polski: Urugwaj
Piemontèis: Uruguay
پنجابی: یوراگوۓ
português: Uruguai
Runa Simi: Uruwayi
rumantsch: Uruguay
Romani: Uruguay
Kirundi: Uruguay
română: Uruguay
русский: Уругвай
Kinyarwanda: Irigwe
संस्कृतम्: उरुग्वाय
саха тыла: Уругуай
sardu: Uruguay
sicilianu: Uruguai
Scots: Uruguay
davvisámegiella: Uruguay
srpskohrvatski / српскохрватски: Urugvaj
Simple English: Uruguay
slovenčina: Uruguaj
slovenščina: Urugvaj
Gagana Samoa: Iurukuei
chiShona: Uruguay
Soomaaliga: Uruguay
shqip: Uruguaji
српски / srpski: Уругвај
Seeltersk: Uruguay
Basa Sunda: Uruguay
svenska: Uruguay
Kiswahili: Uruguay
ślůnski: Urugwaj
தமிழ்: உருகுவை
తెలుగు: ఉరుగ్వే
tetun: Uruguai
тоҷикӣ: Уругуай
Türkmençe: Urugwaý
Tagalog: Uruguay
Tok Pisin: Yuruguwai
Türkçe: Uruguay
татарча/tatarça: Уругвай
ئۇيغۇرچە / Uyghurche: ئۇرۇگۋاي
українська: Уругвай
oʻzbekcha/ўзбекча: Urugvay
vèneto: Uruguay
vepsän kel’: Urugvai
Tiếng Việt: Uruguay
West-Vlams: Uruguay
Volapük: Luruguyän
Winaray: Uruguay
Wolof: Uruguwaay
吴语: 乌拉圭
მარგალური: ურუგვაი
ייִדיש: אורוגוויי
Yorùbá: Uruguay
Vahcuengh: Uruguay
Zeêuws: Uruguay
中文: 乌拉圭
文言: 烏拉圭
Bân-lâm-gú: Uruguay
粵語: 烏拉圭