ტიუილრის ბაღი

ტიუილრის ბაღის დიდი აუზი
ტიუილრის ბაღის პატარა აუზი
ტიუილრი
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა ფრ.

ტიუილრის ბაღი (ფრანგ. le jardin des Tuileries), პარიზის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძველი კლასიკური ფრანგული ბაღი. იგი გადაშლილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კონკორდის მოედნიდან ლუვრამდე, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მდინარე სენიდან რივიოლის ქუჩამდე. ადრე ბაღის ტერიტორიაზე აღმართული იყო ტიუილრის სასახლე, ძველი სამეფო და საიმპერატორო რეზიდენცია.

ტიუილრის ბაღი მოიცავს მრავალ აუზსა და ქანდაკებას. იგი მოწყობილ იქნა ანდრე ლე ნოტრის მიერ კოლბერის პერიოდში (1664).

რევოლუციის პერიოდი

ბაღის შესასვლელში მდებარე დიდი მრგვალი აუზი 1794 წლის 8 ივნისს გამოყენებულ იქნა „უმაღლესი არსების“ ცერემონიისთვის. აქ მოთავსებულ იქნა რამდენიმე გამოსახულება: „ათეიზმი“, რომელსაც გარს ერტყა „ამბიცია“, „ეგოიზმი“, „უთანხმოება“ და „ყალბი სიმარტივე“. მაქსიმილიან რობესპიერმა მას ცეცხლი წაუკიდა ხალხის აპლოდისმენტების ფონზე.

1794 წელს ამავე ბაღში გამოატარეს ჟან-ჟაკ რუსოს ცხედარი, როცა მისი გადასვენება ხდებოდა ერმენონვილიდან პანთეონში.

Other Languages
azərbaycanca: Tyuilri bağı
беларуская: Сад Цюільры
català: Tuileries
euskara: Tuileriak
suomi: Tuileries
한국어: 튀일리 정원
Lëtzebuergesch: Jardin des Tuileries
Nederlands: Tuilerieën
polski: Tuileries
русский: Тюильри (сад)
українська: Тюїльрі (сад)
Tiếng Việt: Vườn Tuileries