ტერმინოლოგია

ტერმინოლოგია (ტერმინი და logos ლოგია) — მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რომელიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა. სიტყვა "ტერმინოლოგია" ტერმინოლოგიური ლექსიკონის სინონიმადაც იხმარება. ტერმინოლოგიის განვითარებას მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება განაპირობებს.

საქართველოში ტერმინოლოგიის ისტორია სათავეს იღებს ქართული მწერლობის შექმნის დასაწყისიდანვე; მისი აღმავლობა X-XII საუკუნეებიდან იწყება. მეცნიერულ პრინციპებზე დამყარებული ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში 1921-დან დაიწყო. ამ დროიდან ტერმინოლოგიური საკითხების შესწავლას ხელმძღვანელობდა განსახკომთან არსებული "სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო", 1926-დან - "ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიური კომიტეტი", რომელიც 1936-დან სპეციალური სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა. ეს განყოფილება 1941-დან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემადგენლობაშია. გამოქვეყნებულია (1985) 50-მდე ტერმინოლოგიური ლექსიკონი მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

ტერმინოლოგია, როგორც დისციპლინა ენათესავება თარგმნას და მის გვერდიგვერდ ისწავლება უნივერსიტეტებსა თუ თარგმნის სკოლებში. დიდ თარგმანების განყოფილებებს ან ბიუროებს, როგორც წესი, აქვს ტერმინების განყოფილება, რომელიც ტერმინებზე კვლევას აწარმოებს.

დანიშნულების ან კონტექსტის მიხედვით ტერმინოლოგიის რამდენიმე დაჯგუფება არსებობს:

Other Languages
العربية: اصطلاح
azərbaycanca: Terminologiya
беларуская: Тэрміналогія
беларуская (тарашкевіца)‎: Тэрміналёгія
български: Терминология
বাংলা: পরিভাষা
català: Terminologia
čeština: Terminologie
English: Terminology
Esperanto: Terminologio
español: Terminología
euskara: Terminologia
français: Terminologie
Gàidhlig: Briathar
Bahasa Indonesia: Terminologi
italiano: Terminologia
日本語: 学術用語
қазақша: Терминология
한국어: 전문 용어
lietuvių: Terminologija
latviešu: Terminoloģija
Nederlands: Terminologie
polski: Terminolog
português: Terminologia
română: Terminologie
русский: Терминология
Simple English: Terminology
slovenščina: Terminologija
Soomaaliga: Eray bixin
Basa Sunda: Kumpulan sajak
svenska: Terminologi
Türkçe: Terminoloji
татарча/tatarça: Терминология
українська: Термінологія
中文: 术语学
Bân-lâm-gú: Iōng-gí-ha̍k
粵語: 行話學