სუბკულტურა

კიბერ გოთები

სუბკულტურა — კულტურული ქვეჯგუფი, რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთნიკური ერთობით, განსახლების არეალით, რელიგიითა თუ რწმენა-წარმოდგენებით ან სხვა ფაქტორით, რაც მათ კრავს ერთ კოლექტიურ ჯგუფად. სხვაგვარი განმარტებით, სუბკულტურა — ესაა გარკვეული სოციოკულტურული ჯგუფისათვის (ახალგაზრდობა, დამნაშავეთა სამყარო, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობანი და სხვ.) დამახასიათებელი თვისებების მყარი მთლიანობა. გამოყოფენ, მაგალითად, ახალგაზრდულ, კრიმინალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, პროფესიულ, სოციალურ და სხვა სუბკულტურებს.

მაგალითად, საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება იყოს საუბარი ეთნიკური (ქურთების, იეზიდების, ბერძნების და ჩვენში მცხოვრები სხვა ეთნოსების), რელიგიური (პროტესტანტული, კათოლიკური, სექტანტური და სხვ.), კრიმინალური („საძმოები“, „კანონიერი ქურდები“ და სხვ.) და ა.შ. სუბკულტურების არსებობაზე.

სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს, არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას, არ გამოდის მის წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის ფარგლებში. სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით, ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი განსხვავებულობის შენარჩუნებით.

ლიტერატურა

  • Cante, Richard C. (March 2009). Gay Men and the Forms of Contemporary US Culture. London: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-7230-1. 
  • Gelder, Ken (2007). Subcultures: Cultural Histories and Social Practice (Routledge, March 2007; softcover ISBN 0-415-37952-0)
  • Hebdige, Dick (1979). Subculture: The Meaning of Style (Routledge, March 10, 1981; softcover ISBN 0-415-03949-5). Cited in Negus, Keith (1996). Popular Music in Theory: An Introduction. Wesleyan University Press. ISBN 0-8195-6310-2.
Other Languages
العربية: ثقافة فرعية
asturianu: Subcultura
azərbaycanca: Submədəniyyət
беларуская: Субкультура
български: Субкултура
brezhoneg: Issevenadur
bosanski: Potkultura
català: Subcultura
čeština: Subkultura
dansk: Subkultur
Deutsch: Subkultur
Ελληνικά: Υποκουλτούρα
English: Subculture
Esperanto: Subkulturo
español: Subcultura
eesti: Subkultuur
euskara: Azpikultura
français: Sous-culture
Frysk: Subkultuer
galego: Subcultura
עברית: תת-תרבות
hrvatski: Supkultura
magyar: Szubkultúra
interlingua: Subcultura
Bahasa Indonesia: Subkultur
íslenska: Menningarkimi
italiano: Subcultura
한국어: 하위문화
Latina: Subcultura
lietuvių: Subkultūra
latviešu: Subkultūra
македонски: Поткултура
Nederlands: Subcultuur
norsk nynorsk: Subkultur
norsk: Subkultur
polski: Subkultura
português: Subcultura
română: Subcultură
русский: Субкультура
srpskohrvatski / српскохрватски: Supkultura
Simple English: Subculture
slovenčina: Subkultúra
slovenščina: Subkultura
shqip: Subkultura
српски / srpski: Potkultura
svenska: Subkultur
Türkçe: Altkültür
українська: Субкультура
oʻzbekcha/ўзбекча: Submadaniyat
Tiếng Việt: Tiểu văn hóa
中文: 次文化