რეიუნიონი

რეიუნიონი
ფრანგ. Réunion
რეიუნიონი
რეიუნიონის
ჰიმნი:  მარსელიეზა
დედაქალაქი სენ-დენი
21°07′ ს. გ. 55°32′ ა. გ. / 21°07′ ს. გ. 55°32′ ა. გ. / -21.117; 55.533
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ნასიმა დინდარი
 -  რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი დიდიე რობერი
 -  პრეფექტი დომინიკ სორენი
ფართობი
 -  სულ 2,512 კმ2 
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 827 000 კაცი 
 -  2011 აღწერა 828 581 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 329,85 კაცი/კმ2 
მშპ ( მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ 14,4 მილიარდი € 
 -  ერთ მოსახლეზე 17 520 € 
ვალუტა ევრო ( EUR)
დროის სარტყელი UTC+04:00
ქვეყნის კოდი RE
Internet TLD .re
სატელეფონო კოდი +262

რეიუნიონი ( ფრანგ. Réunion) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 828 581 ადამიანს [1]. ადმინისტრაციული ცენტრი — სენ-დენი (145 238 ად. 2012 წ.). სასაათე სარტყელია UTC+04:00 და არ იცვლება ზაფხულის დროზე, შესაბამისად ემთხვევა საქართველოს დროს.

რეიუნიონი ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონია და როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი, წარმოადგენს ევროზონის ნაწილს. [2]

გეოგრაფია

კუნძულის რუკა
კუნძულ რეიუნიონის ხედი კოსმოსიდან
რეიუნიონის ფიზიკური რუკა
რეიუნიონის სანაპირო

კუნძულის ტერიტორიის ფართობია — 2512 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 207  კმ. იგი მასკარენის კუნძულების ყველაზე დასავლეთი კუნძულია. კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პითონ-დე-ნეჟის ჩამქრალი ვულკანი (3069 მეტრი), მისი უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 12-20 ათასი წლის წინ. სიმაღლით მეორეა — გრო-მორნი (3019 მეტრი) პითონ-დე-ნეჟის მთიანეთში. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პითონ-დე-ლა-ფურნეზის (Piton de la Fournaise) მოქმედი ვულკანი, სიმაღლით 2631 მეტრი. XVII საუკუნიდან დაფიქსირებულია მისი დაახლოებით 150 ამოფრქვევა. კუნძულის ყველაზე დაბალი წერტილი მისი სანაპირო ზოლია. ლავურ მინდვრებს უკავია რეიუნიონის ფართობის დაახლოებით 20 %.

მიუხედავად იმისა, რომ რეიუნიონი მდებარეობს მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში, მისი გეოლოგია განსხვავდება არქიპელაგის სხვა კუნძულებისაგან. პითონ-დე-ნეჟი სიმაღლით ბევრად აღემატება მავრიკის უმაღლეს წერტილს ( პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი, 826 მეტრი) და კუნძულ როდრიგესს (390 მეტრი). რეიუნიონი წარმოიქმნა 2 მილიონი წლის წინ, მაშინ როდესაც მავრიკი — 8 მილიონზე მეტი წლის წინ.

რადგანაც კუნძული შედარებით ახალგაზრდაა (3 მილიონი წელი [3]), მარჯნული წარმონაქმნები (ასაკით 8000 წლიდან [4]) ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებულია და უფრო გვიანდელ კუნძულებთან შედარებით უკავიათ დიდი ზედაპირი, რომელთაგან უმრავლესობა უპირატესად წარმოდგენილია მარჯნის რიფების სახით [3] [4].

ეს წარმონაქმნები ზღუდავენ წყალმარჩხ «ლაგუნებს» [3] [4], რომელთაგან ყველაზე დიდის სიღრმე არ აჭარბებს 200 მეტრს, სიგანით 1 მეტრიდან 2 მეტრამდე [5]. ეს ლაგუნები, რომლებიც ქმნიან მარჯნული რიფების ზოლს სიგრძით 25 კმ (ანუ კუნძულის სანაპირო ზოლის 12 %-ს), საერთო ფართობით 12 კმ² [3] [4], მდებარეობენ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

კუნძულის ცენტრალური ნაწილი — ეროზიით დანგრეული ვულკანური რაიონი, რომელშიც მრავლადაა ფართე ცირკები, რომელთა ფსკერი დაფარულია ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით. მდინარეები სავსეა ჩანჩქერებით.

ცირკებს ეხებიან მაგიდისებური პლატოები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ისინი დაფარულია ტყეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის პლატოებს ზოგან არა აქვს ნიადაგი, შედგება შავი ბაზალტისაგან.

კლიმატი ტროპიკული და პასატურია. მთებში ტემპერატურა დაბალია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა დაბალია, ხოლო ატმოსფერული ნალექები ცოტაა, ნოემბრიდან მაისამდე — ცხელი და ნოტიო სეზონია.

მთებში — ტროპიკული ტყეები და მინდვრებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით — სავანებია.

რეიუნიონი — მასკარენის ტყეების ეკორეგიონის ნაწილია, რომელიც XVII საუკუნიდან საკმაოდ დაზარალებულია, მასზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ბევრი ენდემური სახეობა გადაშენებულია.

Other Languages
Afrikaans: Réunion
Alemannisch: Réunion
አማርኛ: ሬዩንዮን
aragonés: Reunión
العربية: لا ريونيون
asturianu: Reunión
azərbaycanca: Reyunyon
تۆرکجه: رئونیون
Boarisch: Réunion
беларуская: Рэюньён
беларуская (тарашкевіца)‎: Рэюньён
български: Реюнион
বাংলা: রেউনিওঁ
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: রিইউনিয়ন
brezhoneg: Enez ar Reünion
bosanski: Réunion
нохчийн: Реюньон
Cebuano: Réunion
čeština: Réunion
Cymraeg: Réunion
dansk: Réunion
Deutsch: Réunion
Zazaki: Réunion
ދިވެހިބަސް: ރިޔޫނިއަން
Ελληνικά: Ρεϋνιόν
English: Réunion
Esperanto: Reunio
eesti: Réunion
euskara: Réunion
فارسی: رئونیون
suomi: Réunion
français: La Réunion
arpetan: Rèunion
Nordfriisk: Réunion
Gaeilge: La Réunion
Gagauz: Réunion
Gàidhlig: Réunion
客家語/Hak-kâ-ngî: Réunion-tó
עברית: ראוניון
हिन्दी: रेयूनियों
Fiji Hindi: Réunion
hrvatski: Réunion
Kreyòl ayisyen: La Reyinyon
magyar: Réunion
Հայերեն: Ռեյունյոն
interlingua: Reunion
Bahasa Indonesia: Réunion
Igbo: Réunion
Ilokano: Réunion
Ido: Reunion
íslenska: Réunion
日本語: レユニオン
Patois: Reunioh
Basa Jawa: Réunion
қазақша: Реюньон
한국어: 레위니옹
Kurdî: Réunion
kernowek: Réunion
Latina: Reunio
Lëtzebuergesch: Departement La Réunion
Limburgs: Réunion
Ligure: Réunion
lumbaart: Réunion
لۊری شومالی: رئونیون
lietuvių: Reunjonas
latviešu: Reinjona
Malagasy: La Réunion
македонски: Реинион
മലയാളം: റീയൂണിയൻ
монгол: Реюньон
кырык мары: Реюньон
Bahasa Melayu: Réunion
Plattdüütsch: Réunion
Nedersaksies: Réunion
Nederlands: Réunion
norsk nynorsk: Réunion
norsk: Réunion
Novial: Reunion
Sesotho sa Leboa: Réunion
occitan: Reünion
Ирон: Реюньон
ਪੰਜਾਬੀ: ਰੇਊਨੀਓਂ
Norfuk / Pitkern: Réunion Ailen
polski: Reunion
Piemontèis: La Réunion
پنجابی: ریونین
Runa Simi: Riyunyun
română: Réunion
русский: Реюньон
Kinyarwanda: Reyiniyo
sicilianu: Riunioni
Scots: Réunion
davvisámegiella: Reuion
srpskohrvatski / српскохрватски: Réunion
Simple English: Réunion
slovenčina: Réunion
slovenščina: Reunion
shqip: Reunioni
српски / srpski: Реинион
Basa Sunda: Réunion
svenska: Réunion
Kiswahili: Réunion
ślůnski: Reunion
Tagalog: Réunion
Türkçe: Réunion
Xitsonga: Reunion
татарча/tatarça: Реюньон
українська: Реюньйон
vèneto: Réunion
Tiếng Việt: Réunion
Winaray: Réunion
Wolof: Reiñõo
吴语: 留尼汪
მარგალური: რეიუნიონი
Yorùbá: La Réunion
Zeêuws: Réunion
中文: 留尼汪
Bân-lâm-gú: Réunion
粵語: 留尼旺
isiZulu: IRiyunion