ნიუ-მეტალი

ნიუ-მეტალი (ინგლ. new metal, ხშირად წერენ როგორც nu metal ან nü metal) — მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 90-იანი წლების შუაგულში გრანჟის ალტერნატიული მეტალის ფანკის ჰიპ-ჰოპისა და სხვადასხვა მძიმე მეტალის ჟანრების ზეგავლენით. (კერძოდ: თრეშ მეტალის, გრუვ მეტალისა და ინდუსტრიული მეტალის.) ამ ჟანრში შესრულებული სიმღერებში გამოკვეთილია რითმი და სტრუქტურა. ამ ჟანრში ხშირად გამოიყენება ელექტრო გიტარა, რომლის წყობა სტანდარტულია თუმცა ხშირ შემთხვევაში მეექვსე სიმი ერთი ტონით დაწეულია ანუ თუ სტანდარტულად E ნოტს გამოსცემს, ამ შემთხვევაში D ტონს, რათა ხმა დაბურული იყოს.

ნიუ-მეტალმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და 2001 წელს პიკზე იყო, როდესაც ნელ-ნელა უკანსვლა იწყო. ზოგიერთმა ჯგუფმა ალტერნატიული როკის ან ალტერნატიული მეტალის შესრულება დაიწყო, მაგ: Slipknot, ლინკინ პარკი და Disturbed. ზოგი დაიშალა (ან შეწყვიტა ალბომების გამოცემა), მაგ: ლიმპ ბიზკიტი, KoЯn, System of a Down და სხვები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ, მაგ: P.O.D, Adema.

შექმნა

ჟანრის ისტორია დაიწყო ჯგუფ Anthrax-ისა და ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Public Enemy-ს თანამშრომლობით. თრეშ-მეტალისა და რეპის ნაზავმა დიდი ზეგავლენა მოახდინა რამდენიმე ახალშექმნილ ჯგუფზე. ესენი იყვნენ: Snot, Manhole, Human Waste Project, და KoЯn. სწორედ სნოტი, მენჰოლი, ჰიუმენ ვეისთ ფროჯექთი და ქორნი არიან ნიუ-მეტალის პირველი წარმომადგენლები. ყველა მათგანი 90 იანი წლების შუაგულში შეიქმნა სამხრეთ კალიფორნიაში. ნიუ-მეტალის შექმნას ხელი შეუწყო ლეგენდარულმა ჯგუფმა nirvanaმაც რომლის დამსახურებაა ალტერნატიული როკის აღმასვლა.

პროდიუსერ როს რობინზონს ბევრმა უწოდა ნიუ-მეტალის „ნათლია“ რადგან მან წარმატებით უპროდიუსერა რამდენიმე ნიუ-მეტალ ალბომს მათ შორის გამოსარჩევია Korn ის Korn.

გავლენა

ქორნის ტიპური მუსიკა შეიქმნა Mr. Bungle-ის გიტარისტის Trey Spruance ის გავლენით რომლის მიბაძვასაც ცდილობდნენ ჯგუფის წევრები. მათზე დიდი ზეგავლენა აქვს ჯგუფ Faith No More-საც (სხვათაშორის Mr. Bungle ი და Trey Spruance ი Faith No More შიც უკრავდნენ) რომლის ერთ ერთმა წევრმა თქვა რომ ქორნი ცდილობდა მათ მიბაძვას რადგან Faith No More იყო განსხვავებული მეტალ ჯგუფი და განსხვავებულ მუსიკას ქმნიდა. ნიუ-მეტალ ჯგუფებზე გავლენა აქვს ლეგენდარულ ჯგუფს Black Sabbath-საც (Black Sabbath ში ოზი ოსბორნი მღეროდა).

პოპულარობა

ნიუ-მეტალის დებიუტი "მეინსტრიმში" შედგა 1998 წელს როდესაც koRnის ალბომმა Follow The Leader დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსგავსი სტილის ჯგუფები "გამოიყვანა მზის სინათლეზე" ბევრი ჯგუფი ცდილობდა ქორნის მიბაძვას მათ შორის იყო limp bizkit. 1999 წელს გამოვიდა Significant Other რომელიც პირველ კვირას 634, ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. სინგლებმა: Nookie და Break Stuff დიდი წარმატება მოუტანეს ჯგუფს. იმ წელსვე ალბომები გამოუშვეს სოადმა სტეინდმა და ქორნმა. ამ ალბომებმაც რა თქმა უნდა წარმატებას მიაღწიეს. კიდევ ერთი მიზეზი წარმატებისა არიან ფესტივალები: Family Values Tour, Lollapalooza, Ozzfest, და Woodstock 99. ამ წლებში მეინსტრიმში შეაღწია ძალიან ბევრმა ნიუ-მეტალ ჯგუფმა Papa Roach, P.O.D, slipknot, System Of A Down, Linkin Park. ალბომებით: Satellite slipknot Toxicity Hybrid Theory. ნაკლებად პოპულარულმა ჯგუფებმაც (მაგ:Adema და Saliva) მიაღწიეს წარმატებებს 2001 წელს ჟანრი პიკზე იყო ემტივი ზე და რადიოში ნიუ-მეტალს ეკავა მთავარი ადგილი და სულ უფრო მეტლი ჯგუფი იქმნებოდა ამ სტილში.

დაცემა

2002 წელს ნიუ-მეტალის უკუსვლა აშკარა გახდა koRnის "დიდიხნის ნანატრი" მეხუთე ალბომი Untouchables და papa roach ის მეორე ალბომი Lovehatetragedy არ გაიყიდა ისე როგორც მათი "წინაპრები". რადიოში ძველებურად აღარ ისმოდა ნიუ-მეტალის "ჰანგები" (ემტივიმ კონცენტრაცია პოპ პანკ (New Found Glory, Yellowcard,Good Charlotte) და ჰიპ-ჰოპ ჯგუფებზე მოახდინა. 2002/2003 წლებში გაგრძელდა ნიუ-მეტალის პოპულარობის დაცემა თუმცა შემდეგ რენესანსი დაიწყო.

ჯგუფები

რესურსები ინტერნეტში

Other Languages
العربية: نيو ميتال
asturianu: Nu metal
azərbaycanca: Nu metal
Boarisch: Nu Metal
беларуская: Ню-метал
беларуская (тарашкевіца)‎: Ню-мэтал
български: Ню метъл
català: Nu metal
کوردی: نیو مێتاڵ
čeština: Nu metal
dansk: Nu-metal
Deutsch: Nu Metal
Ελληνικά: Nu Metal
English: Nu metal
español: Nu metal
eesti: Nu metal
euskara: Nu metal
فارسی: نیو متال
suomi: Nu metal
français: Nu metal
galego: Nu metal
עברית: נו-מטאל
hrvatski: Nu metal
magyar: Nu metal
հայերեն: Նու մետալ
Bahasa Indonesia: Nu metal
íslenska: Nýþungarokk
italiano: Nu metal
한국어: 누 메탈
Lëtzebuergesch: Nu Metal
lietuvių: Nu metalas
latviešu: Ņūmetāls
македонски: Ну метал
Bahasa Melayu: Nu metal
မြန်မာဘာသာ: Nu metal
Nederlands: Nu metal
norsk nynorsk: Nu metal
norsk: Nu metal
polski: Nu metal
português: Nu metal
română: Nu metal
русский: Ню-метал
Scots: Nu metal
srpskohrvatski / српскохрватски: Nu metal
Simple English: Nu metal
slovenčina: Nu metal
slovenščina: Nu metal
српски / srpski: Ну метал
svenska: Nu metal
Türkçe: Nu metal
українська: Ню-метал
oʻzbekcha/ўзбекча: New metal
Tiếng Việt: Nu metal
中文: 新金屬
粵語: Nu Metal