ნახატი

ნახატი — ხელით შესრულებული (კონტურული ხაზის, შტრიხის, ლაქის და სხვა შერწყმით მიღებული) გრაფიკული გამოსახულება. ნახატი იქმნება ერთი ან რამდენიმე ფერის ორგანული შეხამებით. იგი მხატვრობის (ფერწერა, გრაფიკა, რელიეფი) საფუძველია, შეიძლება დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებიც იყოს (დაზგური გრაფიკა). ნახატს ქმნიან მშრალი და თხევადი საღებავებით. მშრალი ნივთიერებაა ნახშირი, რომელსაც ანტიკური ხანიდან იცნობენ. აღორძინების ეპოქაში ხმარობდნენ ე. წ. იტალიურ ფანქარს ("შავი ცარცი") და სანგინს ("წითელი ცარცი"). XVI საუკუნიდან იყენებდნენ გრაფიტს, XVIII საუკუნის დასასრულიდან - თანამედროვე ტიპის ფანქარს. ტუში, ბისტრი, სეპია, მელანი თხევადი ნივთიერებებია, რომლებიც კალმით (ლერწმის, ფრთის, ლითონის) ან ფუნჯით გადააქვთ ქაღალდსა თუ სხვა მასალაზე. უძველეს პერიოდში ფართოდ იყენებდნენ პაპირუსს, შუა საუკუნეებში - პერგამენტს, რომელიც ზოგჯერ სპეციალური გრუნტით იყო დაფარული. აღორძინების ეპოქაში ძირითადი მასალა იყო ქაღალდი, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს და ევროპაში ცნობილი გახდა X-XII საუკუნეებში. ქაღალდს ზოგჯერ გრუნტავდნენ და სხვადასხვა ფერით ღებავდნენ (ფერად ქაღალდზე ხატავდნენ იტალიური ფანქრით, ნახშირით; ნათელი ადგილები ცარცით ან თეთრათი გამოიყოფოდა). ნახატი ზოგჯერ ზერელეა, სახელდახელოდ შესრულებული (ე. წ. კროკი), არის აგრეთვე გულმოდგინედ დასრულებული დეტალებით დამუშავებული ნახატი.

ნახატი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. პირველად მას ვხვდებით პირველყოფილ ხელოვნებაში - კლდისა და გამოქვაბულის მხატვრობაში. ნახატს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველ ეგვიპტეში. წმინდა გრაფიკული ხასიათისაა ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ. წ. XVI-XI სს.) პერიოდში პაპირუსებზე შესრულებული ნახატები. განსაკუთრებით პლასტიკურია ნახატები კლასიკური პერიოდის ძველ ბერძნულ ლარნაკწერაში, რეალურ ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვება ჩანს აბრეშუმსა და ქაღალდზე ტუშით შესრულებულ ნახატებში, რომელთაც ქმნიდნენ ძვ. წ. IV საუკუნის ჩინეთში და მოგვიანებით იაპონიასა და შორეული აღმოსავლეთ ქვეყნებში (პეიზაჟი, ადამიანთა, ცხოველთა, ყვავილების გამოსახულება).

  • ლიტერატურა

ლიტერატურა


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ .


Other Languages
العربية: رسم
asturianu: Dibuxu
беларуская: Малюнак
беларуская (тарашкевіца)‎: Малюнак
български: Рисунка
বাংলা: অঙ্কন
bosanski: Crtež
català: Dibuix
corsu: Disegnu
čeština: Kresba
Чӑвашла: Ӳкерчĕк
dansk: Tegning
Ελληνικά: Σχέδιο
emiliàn e rumagnòl: Disègn
English: Drawing
Esperanto: Desegnaĵo
español: Dibujo
euskara: Marrazki
فارسی: رسم
suomi: Piirustus
français: Dessin
贛語: 素描
galego: Debuxo
עברית: רישום
हिन्दी: रेखाचित्र
hrvatski: Crtež
magyar: Rajz
հայերեն: Գծանկար
Bahasa Indonesia: Menggambar
íslenska: Teikning
italiano: Disegno
日本語: 素描
Patois: Jraayn
한국어: 소묘
Latina: Delineatio
Lingua Franca Nova: Desinia
lingála: Liyémi
latviešu: Zīmējums
Bahasa Melayu: Melukis
Napulitano: Disegno
Nedersaksies: Tekenen
Nederlands: Tekening
norsk nynorsk: Teikning
norsk: Tegnekunst
occitan: Dessenh
Picard: Dessin
polski: Rysunek
português: Desenho
Runa Simi: Siq'iy
română: Desen
русский: Рисунок
Scots: Drawin
srpskohrvatski / српскохрватски: Crtež
සිංහල: චිත්‍රය
Simple English: Drawing
slovenčina: Kresba (umenie)
slovenščina: Risba
српски / srpski: Цртеж
Seeltersk: Teekenge
தமிழ்: வரைதல்
తెలుగు: రేఖాచిత్రం
тоҷикӣ: Расм
Tagalog: Pagguhit
Türkçe: Çizim
українська: Малюнок
Tiếng Việt: Vẽ
walon: Dessén
ייִדיש: צייכענען
中文: 素描
粵語: 素描