მძიმე ლითონები
English: Heavy metals

ვერცხლისწყალი პეტრის თეფშზე

მძიმე ლითონები − აღნიშნავს ლითონთა იმ ჯგუფს, რომლებიც მაღალი სიმკვრივით, ატომური მასითა და ატომური ნომრით გამოირჩევა. მძიმე ლითონებად განსაზღვრა დამოკიდებულია ავტორსა და კონტექსტზე. მეტალურგიაში მძიმე ლითონები სიმკვრივით განისაღვრება, ფიზიკაში — ატომური ნომრით, ხოლო ქიმიაში — ქიმიური თვისებებით. მძიმე ლითონებისგანსხვავების სხვადასხვა ვერსიაა შემოთავაზებული, მაგრამ მათგან არცერთია ფართოდ გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ტერმინი ფართოდ გამოიყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მძიმე ლითონების განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად 5 გ/სმ³-ზე მეტ სიმკვრივეს მიიჩნევენ.

უძველეს პერიოდში ცნობილი ლითონები, როგორიცაა რკინა, სპილენძი და კალა, ასევე მბრწყინავი ლითონები, როგორიცაა ვერცხლი, ოქრო და პლატინა მძიმე ლითონებია. 1809 წლის შემდეგ მსუბუქი ლითონების (მაგნიუმი, ალუმინი, ტიტანი) აღმოშენასთან ერთად, ნაკლებად ცნობილი მძიმე ლითონებიც აღმოაჩინეს, მათ შორის: გალიუმი, თალიუმი და ჰაფნიუმი.

ზოგიერთი მძიმე ლითონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტია (რკკინა, კობალტი და თუთია) ან პირიქით − საზიანო (ვერცხლი, რუთენიუმი ან ინდიუმი). ზოგიერთი მძიმე ლითონი ძლიერ მომწამლავია, როგორიცაა კადმიუმი, ვერცხლისწყალი ან ტყვია.

მძიმე ლითონების ფიზიკური და ქიმიური თვისებების დახასიათებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც ზუსტად არაა განსაზღვრული. მეტ სიმკვრივესთან ერთად, მძიმე ლითონების დამახასიათებელი თვისებაა მსუბუქ ლითონებზე ნაკლებ რეაქტიულობა და ნაკლები ხსნადი სულფიდისა და ჰიდროქსიდის ქონა. ზოგიერთი მძიმე ლითონი, როგორებიცაა თუთია, ვერცხლისწყალი და ტყვია, მსუბუქი ლითონებისგან რთული გასარჩევია, ხოლო ზოგიერთი მსუბუქი ლითონი, როგორებიცაა ბერილიუმი, სკანდიუმი და ტიტანი მძიმე ლითონების მსგავსი თვისებებით გამოირჩევა.

მძიმე ლითონები დედამიქის ქერქში შედარებით მცირე რაოდენობითაა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, მაგ: გოლფის კლუბებში, მანქანებში, ანტიმიკრობულ ხსნარებში, მზის პანელებში, პლასტიკურ ნივთებსა და მობილურ ტელეფონებში.

განსაზღვრებები

ჩელოსა და ვიოლინოს სიმების დასამზადებლად ვოლფრამს იყენებენ, რითიც უფრო ვიწრო დიამეტრის სიმების დამზადებისას სასურველ ჟღერადობას იღებენ.[1]

მძიმე ლითონების კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობს. ტერმინი კონტექსტზეა დამოკიდებული. მეტალურგიაში მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი ლითონთა სიმკვრივეა,[2] ფიზიკაში - ატომური რიცხვი,[3] ხოლო ქიმიაში - ლითონის ქიმიური თვისებები.

მძიმე ლითონების განსაზღვრისას სიმკვრივის კრიტერიუმი 3.5გ/სმ³-დან 7გ/სმ³-მდე მერყეობს.[4] მძიმე მეტალების ატომურ რიცხვად 20-ზე მეტს მიიჩნევენ, ანუ კალციუმზე მეტს.[4] ატომური რიცხვის მიხედვით განსაზღვრებებს ნაკლები სიმკვრივის გამო აკრიტიკებენ, მაგალითად, რუბიდიუმს, რომელიც პირველ სვეტშია მოქცეული და მისი ატომური რიცხვი 37-ია, მხოლოდ 1.532გ/სმ³ სიმკვრივე აქვს, რის გამოც ამ ელემენტს ის ავტორები, რომლებიც სიმკვრივეს უმთავრეს ნიშნად მიიჩნევენ, მძიმე ლითონად არ თვლიან.[5] იგივე პრობლემები იჩენს თავს ატომური მასის მიხედვით განსაზღვრებისას.[6]

ბიოქიმიაში მძიმე ლითონებს ხშირად ლიუისის მჟავის თვისებების მიხედვით განსაზღვრავენ, რის მიხედვითაც მძიმე ლითონებს B კლასისა და მოსაზღვრე ლითონები მიეკუთვნება.[7] ამ სქემის მიხედვით, A კლასის იონები დონორებად ჟანგბადს ირჩევენ, ხოლო B კლასის იონები აზოტსა და გოგირდს. მოსაზღვრე და ამბივალენტურ იონებს როგორც A, ასევე B კლასის თვისებები აქვთ, რაც კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული.

Other Languages
العربية: فلز ثقيل
azərbaycanca: Ağır metallar
башҡортса: Ауыр металдар
български: Тежки метали
বাংলা: ভারী ধাতু
bosanski: Teški metal
català: Metall pesant
čeština: Těžké kovy
dansk: Tungmetal
Deutsch: Schwermetalle
Ελληνικά: Βαρέα μέταλλα
English: Heavy metals
Esperanto: Pezmetalo
español: Metal pesado
euskara: Metal astun
فارسی: فلز سنگین
galego: Metal pesado
magyar: Nehézfém
Bahasa Indonesia: Logam berat
íslenska: Þungmálmur
italiano: Metallo pesante
日本語: 重金属
한국어: 중금속
lietuvių: Sunkusis metalas
Plattdüütsch: Swoormetall
Nederlands: Zwaar metaal
norsk nynorsk: Tungmetall
norsk: Tungmetall
português: Metal pesado
română: Metale grele
Simple English: Heavy metals
slovenčina: Ťažký kov
slovenščina: Težka kovina
српски / srpski: Teški metal (hemija)
svenska: Tungmetall
Türkçe: Ağır metal
українська: Важкі метали
Tiếng Việt: Kim loại nặng
吴语: 重金属
中文: 重金属
粵語: 重金屬