ლინდონ ჯონსონი

ლინდონ ჯონსონი
Lyndon B. Johnson
ლინდონ ჯონსონი Lyndon B. Johnson
აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 1963 – 20 იანვარი, 1969
ვიცე-პრეზიდენტი  არავინ (1963–1965),
ჰუბერტ ჰამფრი (1965–1969)
წინამორბედიჯონ კენედი
მემკვიდრერიჩარდ ნიქსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963
პრეზიდენტიჯონ კენედი
წინამორბედირიჩარდ ნიქსონი
მემკვიდრეჰუბერტ ჰამფრი

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1955 – 3 იანვარი, 1961

სენატორი ტეხასიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1949 – 3 იანვარი, 1961

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აპრილი, 1937 – 3 იანვარი, 1949

დაბადებული12 აგვისტო, 1908
სტოუნვოლი, ტეხასი
გარდაცვლილი22 იანვარი, 1973
სტოუნვოლი, ტეხასი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლელედი ბირდ ჯონსონი
პროფესიამასწავლებელი, პოლიტიკოსი
ხელმოწერაLyndon B. Johnson signature 2.svg

ლინდონ ბეინს ჯონსონი (ინგლ. Lyndon Baines Johnson; დ. 27 აგვისტო, 1908 — გ. 22 იანვარი, 1973) — აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი (1963–1969) დემოკრატიული პარტიიდან. ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს 1961-1963 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ჯონსონი პრეზიდენტობამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1937–1949) და სენატის (1949–1961) წევრი იყო ტეხასიდან. სენატში მოღვაწეობის დროს იგი ორი წელი უმცირესობის და ექვსი წელი უმრავლესობის ლიდერი იყო. 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარუმატებლად სცადა დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება. ამის შემდეგ ჯონ კენედიმ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

1963 წელს პრეზიდენტი კენედი მოკლეს. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა ჯონსონმა დაიკავა. კენედის ვადის დასრულების შემდეგ მან 1964 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჯონსონის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა „დიდი საზოგადოება“, რისი მიხედვითაც სიღარიბე და რასობრივი უსამართლობა უნდა დაძლეულიყო. მისი პრეზიდენტობისას სამოქალაქო უფლებების აქტით აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია, დამტკიცდა სახელმწიფო დაზღვევის (Medicare) და გაჭირვებულ ოჯახთა ჯანმრთელობის დაცვის (Medicaid) პროგრამები, გატარდა განათლების რეფორმა და მიღებულ იქნა ზომები გარემოს დაბინძურებისგან დასაცავად. ჯონსონის პრეზიდენტობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა ვიეტნამის ომი იყო. მისმა პოლიტიკამ ომის ესკალაცია მოახდინა, რამაც მისი როგორც პრეზიდენტის რეპუტაცია ძალიან დააზარალა. ჯონსონმა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა 1965 წელს დაიწყო, რაც შემდეგი 7 წელი, ნიქსონის პრეზიდენტობის პირველი წლების ჩათვლით, გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში აშშ-ის ჯარის რიცხოვნობა ვიეტნამში 20 ათასიდან 550 ათასამდე გაზარდა, რასაც გარდაცვლილი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა მოყვა. დაბალი რეიტინგის გამო მან 1968 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯონსონი 1973 წელს, 64 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Other Languages
Alemannisch: Lyndon B. Johnson
azərbaycanca: Lindon Conson
žemaitėška: Lyndon Johnson
Bikol Central: Lyndon B. Johnson
беларуская (тарашкевіца)‎: Ліндан Бэйнз Джонсан
български: Линдън Джонсън
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Lyndon B. Johnson
Ελληνικά: Λύντον Τζόνσον
emiliàn e rumagnòl: Lyndon B. Johnson
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: Lyndon Johnson
客家語/Hak-kâ-ngî: Lyndon B. Johnson
hornjoserbsce: Lyndon B. Johnson
interlingua: Lyndon B. Johnson
Bahasa Indonesia: Lyndon Baines Johnson
한국어: 린든 B. 존슨
Lëtzebuergesch: Lyndon B. Johnson
Lingua Franca Nova: Lyndon Baines Johnson
lietuvių: Lyndon Johnson
Bahasa Melayu: Lyndon B. Johnson
Plattdüütsch: Lyndon Baines Johnson
Nederlands: Lyndon B. Johnson
norsk nynorsk: Lyndon B. Johnson
Kapampangan: Lyndon B. Johnson
Piemontèis: Lyndon B. Johnson
português: Lyndon B. Johnson
Kinyarwanda: Lyndon B. Johnson
sicilianu: Lyndon Johnson
srpskohrvatski / српскохрватски: Lyndon B. Johnson
Simple English: Lyndon B. Johnson
slovenčina: Lyndon B. Johnson
slovenščina: Lyndon B. Johnson
српски / srpski: Линдон Џонсон
українська: Ліндон Джонсон
oʻzbekcha/ўзбекча: Lyndon Johnson
Tiếng Việt: Lyndon B. Johnson
მარგალური: ლინდონ ჯონსონი
Bân-lâm-gú: Lyndon B. Johnson