ლეიკოციტები

ლეიკოციტების ტიპები

ლეიკოციტებისისხლის თეთრი უჯრედები. ისინი ლიმფაშიც გვხვდება. ლეიკოციტები ბირთვიანი უჯრედებია, ისინი ელენთაში ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. 1მმ³ სისხლში 6-10 ათასამდე ლეიკოციტია. ზოგიერთი ლეიკოციტი ციტოპლაზმურ გამონაზარდებს, ე. წ. ცრუფეხებს, ივითარებს, რის საშუალებითაც ისინი მოძრაობენ. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან: Λευκό — თეთრი და κύτος — უჯრედი.

ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა. ჭრილობის შედეგად ქსოვილის დაზიანებისას უჯრედშორისის სივრცეში გამოიყოფა განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც იზიდავენ ლეიკოციტებს. კაპილარების კედლებიდან ბაქტერიებთან მებრძოლი ლეიკოციტები გამოძვრებიან. ისინი სხეულში შემოჭრილ ბაქტერიებს ცრუფეხებით შემოეხვევიან და მოინელებენ. ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება (ბერძნ. φαγεῖν: შთანთქმა, κύτος: უჯრედი), ხოლო მასში მონაწილე ლეიკოციტებს — ფაგოციტები. ზოგჯერ ფაგოციტები თვითონაც ზიანდებიან და იღუპებიან. დაღუპული ფაგოციტების, განადგურებული ბაქტერიებისა და დაზიარებული ქსოვილის ნარჩენების ნარევი მოყვითალო-მოთეთრო ფერის მასას ქმნის. ეს ჩირქია. ორგანიზმის უცხო სხეულებისგან დაცვა სხვა გზითაც ხდება: სისხლში უცხო სხეულების შეჭრისას ლეიკოციტები წარმოქმნიან სპეციფიკურ ცილებს — ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან უცხო სხეულებს და მათ უვნებელს ხდიან.

ლეიკოციტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მარცვლოვან, ანუ გრანულოციტებად და უმარცვლო, ანუ აგრანულოციტებად. გრანულოციტები, თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად: ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. აგრანულოციტებს ეკუთვნის მონოციტები და ლიმფოციტები.

  • რესურსები ინტერნეტში
Other Languages
Afrikaans: Witbloedsel
asturianu: Leucocitu
azərbaycanca: Leykositlər
башҡортса: Лейкоциттар
беларуская: Лейкацыты
български: Левкоцит
bosanski: Leukociti
català: Leucòcit
čeština: Bílá krvinka
Deutsch: Leukozyt
ދިވެހިބަސް: ލޭގެ ހުދު ސެލް
Esperanto: Leŭkocito
español: Leucocito
euskara: Leukozito
estremeñu: Leucocitu
suomi: Valkosolu
français: Leucocyte
galego: Leucocito
客家語/Hak-kâ-ngî: Pha̍k-se-pâu
עברית: תא דם לבן
hrvatski: Leukociti
հայերեն: Լեյկոցիտ
interlingua: Leucocyto
Bahasa Indonesia: Sel darah putih
íslenska: Hvít blóðkorn
italiano: Leucocita
日本語: 白血球
Basa Jawa: Leukosit
қазақша: Лейкоциттер
한국어: 백혈구
kurdî: Xiroka spî
Кыргызча: Лейкоциттер
Latina: Leucocytus
lumbaart: Leucocitt
latviešu: Leikocīti
македонски: Бели крви зрнца
Bahasa Melayu: Sel darah putih
Nederlands: Witte bloedcel
norsk nynorsk: Kvit blodlekam
occitan: Leucocit
Kapampangan: Leukocyte
polski: Leukocyty
português: Leucócito
română: Leucocită
русский: Лейкоциты
srpskohrvatski / српскохрватски: Leukocit
Simple English: White blood cell
slovenčina: Biela krvinka
slovenščina: Levkocit
shqip: Leukociti
српски / srpski: Бела крвна зрнца
Basa Sunda: Sél getih bodas
svenska: Vit blodkropp
тоҷикӣ: Лейкосит
Türkçe: Akyuvar
ئۇيغۇرچە / Uyghurche: ئاق قان ھۈجەيرىسى
українська: Лейкоцити
Tiếng Việt: Bạch cầu
中文: 白血球
粵語: 白血球