კონტრკულტურა

კონტრკულტურასუბკულტურის ფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება კულტურის დომინირებულ ფასეულობებსა და ნორმებს[1][2].

კონტრკულტურის ცნებას ხშირად აიგივებენ 1960-იანი წლების ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ახალგაზრდულ ამბოხთან, რაც თანამედროვე კულტურისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი, როგორც „მამების კულტურის“ უარყოფის გამოხატულება იყო[1][2]. კონტრკულტურის სხვა მაგალითებია რომანტიზმი (1790–1840), ბოჰემა (1850–1910), ბიტნიკური და ჰიპური მოძრაობები და სხვა[3].

ტერმინი

ტერმინი „კონტრკულტურა“ დასავლურ ლიტერატურაში 1960-იან წლებში გაჩნდა და იგი პირველად ჰიპებისა და ბიტნიკების ლიბერალურ შეფასებას ასახავდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ სოციოლოგს თეოდორ როზაკს (Th. Rozzack. The Making of a Counter Culture. Garden City, 1969), რომელიც შეეცადა იმ პერიოდის ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გაბატონებული კულტურის საწინააღმდეგო მიმართულებები (სხვადასხვა ფორმით გამოხატული პროტესტი ტრადიციული კონსერვატიული ნორმების, რასობრივი დისკრიმინაცის, ცივი ომის პერიოდის პოლიტიკური კონსერვატიზმის, ვიეტნამის ომის და ა.შ. წინააღმდეგ) გაეერთიანებინა მეტ-ნაკლებად მთლიან ფენომენში — კონტრკულტურაში[3][4][5].

Other Languages
العربية: ثقافة مضادة
asturianu: Contracultura
беларуская: Контркультура
беларуская (тарашкевіца)‎: Контракультура
български: Контракултура
català: Contracultura
dansk: Modkultur
Deutsch: Gegenkultur
Esperanto: Kontraŭkulturo
español: Contracultura
euskara: Kontrakultura
فارسی: پادفرهنگ
français: Contre-culture
italiano: Controcultura
한국어: 반문화
Кыргызча: Контрмаданият
Lingua Franca Nova: Contracultur
македонски: Контракултура
Nederlands: Tegencultuur
norsk nynorsk: Motkultur
norsk: Motkultur
polski: Kontrkultura
português: Contracultura
română: Contracultură
srpskohrvatski / српскохрватски: Kontrakultura
Simple English: Counterculture
slovenčina: Kontrakultúra
српски / srpski: Kontrakultura
svenska: Motkultur
українська: Контркультура
中文: 反文化