კოლუმბია
English: Colombia

  • კოლუმბიის რესპუბლიკა
    república de colombia
    კოლუმბია
    კოლუმბიის
    დროშა გერბი
    ჰიმნი:  libertad y orden
    თავისუფლება და წესრიგი
    კოლუმბიის მდებარეობა
    კოლუმბიის მდებარეობა
    დედაქალაქი
    და უდიდესი ქალაქი
    ბოგოტა
    40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40.583; -74.067
    ოფიციალური ენა ესპანური
    რელიგია რომაული კათოლიციზმი
    ეთნოქორონიმი კოლუმბიელი
    მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
     -  პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
     -  ვიცე-პრეზიდენტი ხერმან ვარგას ლიერასი
    საკანონმდებლო ორგანო კონგრესი
     -  ზედა პალატა რესპუბლიკის სენატი
     -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
    დამოუკიდებლობა ესპანეთისგან
     -  დეკლარაცია 20 ივლისი, 1810 
     -  აღიარება 7 აგვისტო, 1819 
     -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 4 ივლისი, 1991 
    ფართობი
     -  სულ 1 141 748 კმ2 (26-ე)
     -  წყალი (%) 8,8
    მოსახლეობა
     -  2017 შეფასება 49 364 592[1] ( 29-ე)
     -  2005 აღწერა 42 888 592[1]
     -  სიმჭიდროვე 40,74 კაცი/კმ2 (173-ე)
    მშპ (მუპ) 2017 შეფასება
     -  სულ $720 151 მილიარდი[2] (31-ე)
     -  ერთ სულ მოსახლეზე $14 609[2]
    მშპ (ნომინალი) 2017 შეფასება
     -  სულ $306 439 მილიარდი[2] (32-ე)
     -  ერთ სულ მოსახლეზე $6216[2]
    ჯინი (2016)51.7[3]
    მაღალი
    აგი (2013)steady2.svg 0.711[4]
    საშუალო · 26-ე
    ვალუტა პესო ($) (cop)
    სასაათო სარტყელი cet utc-05:00
    მოძრაობა მარჯვენა
    სატელეფონო კოდი +57
    ინტერნეტ-დომენი .co

    კოლუმბია, ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. república de colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა[5] და ბრაზილია[6], სამხრეთით — ეკვადორი და პერუ[7], დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში.[8] ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.

    ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს ერთ დროს ადგილობრივი ხალხებით იყო დასახლებული. მათ შორის იყვნენ მიუსკები, კიმბაია და ტაირონა. 1499 წელს მოვიდნენ ესპანელები და დაიწყო დაპყრობისა და კოლონიზაციის ხანა, რასაც ბოლოს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შექმნა მოჰყვა (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორს, ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და პანამას), რომლის დედაქალაქიც ბოგოტა გახდა.[9] ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1819 წელს გამოცხადდა დიდი კოლუმბიის სახელით, რომელიც 1830 წელს დაიშალა ვენესუელისა და ეკვადორის გასვლის შედეგად. ამჟამინდელი კოლუმბიისა და პანამის ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ახალი გრანადის რესპუბლიკის სახელით წარდგა. ახალი სახელმწიფო ფედერალიზმის გზას დაადგა 1858 წელს გრანადის კონფედერაციის გამოცხადებით, 1863 წელს კი მას კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოოდ არ გამოცხადდა კოლუმბიის რესპუბლიკა.[10] 1903 წელს მას პანამა გამოეყო. კოლუმბია პირველი სახელმწიფო იყო სამხრეთ ამერიკაში კონსტიტუციური მმართველობის ფორმით. ასევე, მას დიდი წვლილი მიუძღვის პან-ამერიკული ორგანიზაციების დაარსება-ხელშეწყობაში, თავდაპირველად ეს იყო პანამის კონგრესი, მოგვიანებით კი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია. 1848 და 1849 წლებში დაარსდა ლიბერალური და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც დღემდე მოქმედ ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ პარტიებად ითვლება ამერიკაში.

    კოლუმბია ეთნიკურად მრავალფეროვანია. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ესპანელი კოლონისტების, აფრიკიდან მოყვანილი მონებისა და მეოცე საუკუნეში ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრირებულთა შთამომავლების ურთიერთმოქმედების შედეგად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა წარმოიქმნა.[11] ამაზე გავლენა იქონია კოლუმბიის მრავალფერმა გეოგრაფიამაც. ურბანულ ცენტრთა უმრავლესობა განლაგებულია ანდების მაღალმთიანეთში. კოლუმბიის ტერიტორია ასევე მოიცავს ამაზონის წვიმის ტყეებს, ტროპიკულ სავანებსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, კოლუმბია მსოფლიოს 17 მეგამრავალფეროვან ქვეყნის რიცხვში შედის და მიიჩნევა ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყნად კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით.[12][13]

    დაძაბულობები პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირად გადაზრდილა ძალადობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასდღიანი ომი (1899–1902) და 1948 წელს დაწყებული ლა-ვიოლენსია. 1960–იან წლებში სამთავრობო ძალები, მემარცხენე ფრთის ამბოხებულები და მემარჯვენე შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში (დღემდე გრძელდება) ჩაერთნენ.[14] კოკაინით ვაჭრობის მიზებით დაწყებულმა ამ კონფლიქტმა დრამატული ხასიათი 1980–იან წლებში მიიღო. 2010 წლიდან ძალადობა შემცირდა; სამშვიდობო პროცესების შედეგად დაიშალა ზოგიერთი შეიარაღებული ფორიმრება, პარტიზანული ომები კი უმრავლეს ადგილში შეწყდა.[10] ამასობაში, 2002–2006 განახევრდა კოლუმბიაში მკვლელობების მაჩვენებელი.[15] უმკაცრესი პოლიტიკის[16] წყალობით, 2012 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელთა სიაში კოლუმბიამ მეორე–მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში იდგა; თუმცა ზოგიერთი წყარო მას კვლავ ამ სიის სათავეში მოიაზრებს.[17][18] კოლუმბიის ნარკოტიკების უდიდეს მომხმარებლად დღემდე რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, 150–160 ტონა წელიწადში.[19]

  • ეტიმოლოგია
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ხელისუფლება და პოლიტიკა
  • დემოგრაფია
  • ეკონომიკა
  • მემკვიდრეობა
  • ცნობილი კოლუმბიელები
  • სქოლიო

კოლუმბიის რესპუბლიკა
República de Colombia
კოლუმბია
კოლუმბიის
დროშა გერბი
ჰიმნი:  Libertad y Orden
თავისუფლება და წესრიგი
კოლუმბიის მდებარეობა
კოლუმბიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბოგოტა
40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40.583; -74.067
ოფიციალური ენა ესპანური
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი კოლუმბიელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ხერმან ვარგას ლიერასი
საკანონმდებლო ორგანო კონგრესი
 -  ზედა პალატა რესპუბლიკის სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა ესპანეთისგან
 -  დეკლარაცია 20 ივლისი, 1810 
 -  აღიარება 7 აგვისტო, 1819 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 4 ივლისი, 1991 
ფართობი
 -  სულ 1 141 748 კმ2 (26-ე)
 -  წყალი (%) 8,8
მოსახლეობა
 -  2017 შეფასება 49 364 592[1] ( 29-ე)
 -  2005 აღწერა 42 888 592[1]
 -  სიმჭიდროვე 40,74 კაცი/კმ2 (173-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასება
 -  სულ $720 151 მილიარდი[2] (31-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $14 609[2]
მშპ (ნომინალი) 2017 შეფასება
 -  სულ $306 439 მილიარდი[2] (32-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $6216[2]
ჯინი (2016)51.7[3]
მაღალი
აგი (2013)Steady2.svg 0.711[4]
საშუალო · 26-ე
ვალუტა პესო ($) (COP)
სასაათო სარტყელი CET UTC-05:00
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +57
ინტერნეტ-დომენი .co

კოლუმბია, ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. República de Colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა[5] და ბრაზილია[6], სამხრეთით — ეკვადორი და პერუ[7], დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში.[8] ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.

ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს ერთ დროს ადგილობრივი ხალხებით იყო დასახლებული. მათ შორის იყვნენ მიუსკები, კიმბაია და ტაირონა. 1499 წელს მოვიდნენ ესპანელები და დაიწყო დაპყრობისა და კოლონიზაციის ხანა, რასაც ბოლოს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შექმნა მოჰყვა (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორს, ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და პანამას), რომლის დედაქალაქიც ბოგოტა გახდა.[9] ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1819 წელს გამოცხადდა დიდი კოლუმბიის სახელით, რომელიც 1830 წელს დაიშალა ვენესუელისა და ეკვადორის გასვლის შედეგად. ამჟამინდელი კოლუმბიისა და პანამის ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ახალი გრანადის რესპუბლიკის სახელით წარდგა. ახალი სახელმწიფო ფედერალიზმის გზას დაადგა 1858 წელს გრანადის კონფედერაციის გამოცხადებით, 1863 წელს კი მას კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოოდ არ გამოცხადდა კოლუმბიის რესპუბლიკა.[10] 1903 წელს მას პანამა გამოეყო. კოლუმბია პირველი სახელმწიფო იყო სამხრეთ ამერიკაში კონსტიტუციური მმართველობის ფორმით. ასევე, მას დიდი წვლილი მიუძღვის პან-ამერიკული ორგანიზაციების დაარსება-ხელშეწყობაში, თავდაპირველად ეს იყო პანამის კონგრესი, მოგვიანებით კი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია. 1848 და 1849 წლებში დაარსდა ლიბერალური და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც დღემდე მოქმედ ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ პარტიებად ითვლება ამერიკაში.

კოლუმბია ეთნიკურად მრავალფეროვანია. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ესპანელი კოლონისტების, აფრიკიდან მოყვანილი მონებისა და მეოცე საუკუნეში ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრირებულთა შთამომავლების ურთიერთმოქმედების შედეგად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა წარმოიქმნა.[11] ამაზე გავლენა იქონია კოლუმბიის მრავალფერმა გეოგრაფიამაც. ურბანულ ცენტრთა უმრავლესობა განლაგებულია ანდების მაღალმთიანეთში. კოლუმბიის ტერიტორია ასევე მოიცავს ამაზონის წვიმის ტყეებს, ტროპიკულ სავანებსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, კოლუმბია მსოფლიოს 17 მეგამრავალფეროვან ქვეყნის რიცხვში შედის და მიიჩნევა ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყნად კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით.[12][13]

დაძაბულობები პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირად გადაზრდილა ძალადობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასდღიანი ომი (1899–1902) და 1948 წელს დაწყებული ლა-ვიოლენსია. 1960–იან წლებში სამთავრობო ძალები, მემარცხენე ფრთის ამბოხებულები და მემარჯვენე შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში (დღემდე გრძელდება) ჩაერთნენ.[14] კოკაინით ვაჭრობის მიზებით დაწყებულმა ამ კონფლიქტმა დრამატული ხასიათი 1980–იან წლებში მიიღო. 2010 წლიდან ძალადობა შემცირდა; სამშვიდობო პროცესების შედეგად დაიშალა ზოგიერთი შეიარაღებული ფორიმრება, პარტიზანული ომები კი უმრავლეს ადგილში შეწყდა.[10] ამასობაში, 2002–2006 განახევრდა კოლუმბიაში მკვლელობების მაჩვენებელი.[15] უმკაცრესი პოლიტიკის[16] წყალობით, 2012 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელთა სიაში კოლუმბიამ მეორე–მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში იდგა; თუმცა ზოგიერთი წყარო მას კვლავ ამ სიის სათავეში მოიაზრებს.[17][18] კოლუმბიის ნარკოტიკების უდიდეს მომხმარებლად დღემდე რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, 150–160 ტონა წელიწადში.[19]

Other Languages
Аҧсшәа: Колумбиа
Acèh: Kolombia
адыгабзэ: Коломбие
Afrikaans: Colombia
Akan: Colombia
Alemannisch: Kolumbien
አማርኛ: ኮሎምቢያ
aragonés: Colombia
Ænglisc: Colombia
العربية: كولومبيا
ܐܪܡܝܐ: ܩܘܠܘܡܒܝܐ
asturianu: Colombia
Aymar aru: Kuluwya
azərbaycanca: Kolumbiya
تۆرکجه: کولومبیا
башҡортса: Колумбия
Bali: Kolombia
Boarisch: Kolumbien
žemaitėška: Kuolombėjė
Bikol Central: Kolombya
беларуская: Калумбія
беларуская (тарашкевіца)‎: Калюмбія
български: Колумбия
भोजपुरी: कोलंबिया
Bislama: Colombia
Banjar: Kolombia
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: কলম্বিয়া
brezhoneg: Kolombia
bosanski: Kolumbija
буряад: Колумби
català: Colòmbia
Chavacano de Zamboanga: Colombia
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Colombia
нохчийн: Колумби
Cebuano: Colombia
Chamoru: Colombia
کوردی: کۆلۆمبیا
corsu: Colombia
qırımtatarca: Kolombiya
čeština: Kolumbie
Чӑвашла: Колумби
Cymraeg: Colombia
dansk: Colombia
Deutsch: Kolumbien
Thuɔŋjäŋ: Colombia
Zazaki: Kolombiya
dolnoserbski: Kolumbiska
डोटेली: कोलम्बिया
ދިވެހިބަސް: ކޮލަންބިއާ
eʋegbe: Colombia
Ελληνικά: Κολομβία
emiliàn e rumagnòl: Colombia
English: Colombia
Esperanto: Kolombio
español: Colombia
eesti: Colombia
euskara: Kolonbia
estremeñu: Colómbia
فارسی: کلمبیا
suomi: Kolumbia
Võro: Colombia
Na Vosa Vakaviti: Colombia
føroyskt: Kolumbia
français: Colombie
arpetan: Colombie
Nordfriisk: Kolumbien
furlan: Colombie
Frysk: Kolombia
Gaeilge: An Cholóim
Gagauz: Kolumbiya
贛語: 哥倫比亞
kriyòl gwiyannen: Lakolonbi
Gàidhlig: Coloimbia
galego: Colombia
Avañe'ẽ: Kolómbia
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: कोलंबिया
𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺: 𐌺𐌰𐌿𐌻𐌿𐌼𐌱𐌾𐌰
ગુજરાતી: કોલમ્બિયા
Hausa: Kolombiya
客家語/Hak-kâ-ngî: Colombia
Hawaiʻi: Kolomupia
עברית: קולומביה
हिन्दी: कोलम्बिया
Fiji Hindi: Colombia
hrvatski: Kolumbija
hornjoserbsce: Kolumbiska
Kreyòl ayisyen: Kolonbi
magyar: Kolumbia
հայերեն: Կոլումբիա
interlingua: Colombia
Bahasa Indonesia: Kolombia
Interlingue: Columbia
Igbo: Colombia
Ilokano: Colombia
íslenska: Kólumbía
italiano: Colombia
日本語: コロンビア
Patois: Kolombia
la .lojban.: kolombias
Jawa: Kolombia
Qaraqalpaqsha: Kolumbiya
Taqbaylit: Kulumbya
Kabɩyɛ: Kolombi
Kongo: Kolombia
Gĩkũyũ: Colombia
қазақша: Колумбия
kalaallisut: Colombia
ភាសាខ្មែរ: កូឡុំប៊ី
ಕನ್ನಡ: ಕೊಲೊಂಬಿಯ
한국어: 콜롬비아
kurdî: Kolombiya
kernowek: Kolombi
Кыргызча: Колумбия
Latina: Columbia
Ladino: Kolombia
Lëtzebuergesch: Kolumbien
лакку: Колумбия
лезги: Колумбия
Lingua Franca Nova: Colombia
Limburgs: Colombia
Ligure: Colombia
lumbaart: Culumbia
lingála: Kolombi
لۊری شومالی: کولومبیا
lietuvių: Kolumbija
latgaļu: Kolumbeja
latviešu: Kolumbija
Basa Banyumasan: Kolombia
Malagasy: Kolombia
олык марий: Колумбий
Māori: Koromōpia
Minangkabau: Kolombia
македонски: Колумбија
മലയാളം: കൊളംബിയ
монгол: Колумби
मराठी: कोलंबिया
кырык мары: Колумби
Bahasa Melayu: Colombia
Malti: Kolombja
Mirandés: Colómbia
မြန်မာဘာသာ: ကိုလံဘီယာနိုင်ငံ
эрзянь: Колумбия
مازِرونی: کلمبیا
Dorerin Naoero: Korombiya
Nāhuatl: Colombia
Napulitano: Colombia
Plattdüütsch: Kolumbien
नेपाली: कोलम्बिया
नेपाल भाषा: कोलोम्बिया
Nederlands: Colombia
norsk nynorsk: Colombia
norsk: Colombia
Novial: Kolombia
Nouormand: Coloumbie
Sesotho sa Leboa: Kolombia
occitan: Colómbia
Livvinkarjala: Kolumbii
Oromoo: Kolombiyaa
ଓଡ଼ିଆ: କଲମ୍ବିଆ
Ирон: Колумби
ਪੰਜਾਬੀ: ਕੋਲੰਬੀਆ
Pangasinan: Colombia
Kapampangan: Colombia
Papiamentu: Colombia
Picard: Colombie
Deitsch: Kolumbien
Norfuk / Pitkern: Kolombiya
polski: Kolumbia
Piemontèis: Colombia
پنجابی: کولمبیا
português: Colômbia
Runa Simi: Kulumbya
rumantsch: Columbia
romani čhib: Kolombiya
Kirundi: Colombia
română: Columbia
русский: Колумбия
русиньскый: Колумбия
Kinyarwanda: Kolombiya
संस्कृतम्: कोलोम्बिया
саха тыла: Колумбия
sardu: Colòmbia
sicilianu: Colombia
Scots: Colombie
سنڌي: ڪولمبيا
davvisámegiella: Colombia
srpskohrvatski / српскохрватски: Kolumbija
Simple English: Colombia
slovenčina: Kolumbia
slovenščina: Kolumbija
Gagana Samoa: Kolomupia
chiShona: Colombia
Soomaaliga: Kolombiya
shqip: Kolumbia
српски / srpski: Колумбија
Sranantongo: Kolombikondre
Seeltersk: Kolumbien
Sunda: Kolombia
svenska: Colombia
Kiswahili: Kolombia
ślůnski: Kolůmbijo
Sakizaya: Columbia
తెలుగు: కొలంబియా
tetun: Kolómbia
тоҷикӣ: Кулумбия
ትግርኛ: ኮሎምቢያ
Türkmençe: Kolumbiýa
Tagalog: Colombia
Setswana: Colombia
lea faka-Tonga: Kolomipia
Tok Pisin: Kolambia
Türkçe: Kolombiya
Xitsonga: Colombia
татарча/tatarça: Колумбия
reo tahiti: Colombia
тыва дыл: Колумбия
удмурт: Колумбия
ئۇيغۇرچە / Uyghurche: كولومبىيە
українська: Колумбія
اردو: کولمبیا
oʻzbekcha/ўзбекча: Kolumbiya
vèneto: Cołonbia
vepsän kel’: Kolumbii
Tiếng Việt: Colombia
West-Vlams: Colombia
Volapük: Kolumbän
walon: Colombeye
Winaray: Colombia
Wolof: Koloombi
吴语: 哥伦比亚
isiXhosa: IsiColombia
მარგალური: კოლუმბია
ייִדיש: קאלאמביע
Yorùbá: Kòlómbìà
Vahcuengh: Colombia
Zeêuws: Colombia
中文: 哥伦比亚
文言: 哥倫比亞
Bân-lâm-gú: Colombia
粵語: 哥倫比亞
isiZulu: IKolombiya