ვიდეობარათი

GeForce 4 სერიის ვიდეობარათი

ვიდეობარათი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეობარათი თავსდება სისტემურ ბლოკში დედაპლატაზე, PCIe სლოტში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეოსიგნალებად.

აღსანიშნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — GDDR ტიპის ვიდეომეხსიერებაში.ვიდეობარათის ხარისხი, Pixel Fillrate ( Pixel/s ) და Texture Fillrate ( Texel/s ) ამ პარამეტრებით განისაზღვრება. მარტივად შეიძლება მივხვდეთ რას ნიშნავს ეს პარამეტრები იმიტომ, რომ თვითონ განზომილება გეუბნება სიტყვასიტყვით ანუ რამდენი პიქსელის და ტექსტურის ( 2D გამოსახულების ) დახატვა შეუძლია წამში,რაც მეტი შეუძლია, ე.ი. ვიდეო კარტა უფრო მძლავრი და სწრაფია. ( აი რის მიხედვით უნდა შეირჩეს ვიდეობარათი ) ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრებია Bus width ( bit -ბში ) ვიდეოადაპტერის ოპერატიულსა ( VRAM ) და ( GPU ) პროცესორს შორის ინტერფეისის ზომა, Bandwidth ( GB/s -ში )ვიდეობარათის ოპერატიულსა და პროცესორს შორის ინფორმაციის რაოდენობა წამში, Bandwidth ეს პარამეტრი კი დამოკიდებულია, Memory clock -ზე ( ვიდეოს ოპერატიულის სიხშირეზე ) და ბოლოს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ( და არა უმნიშვნელო ) არის ვიდეომეხსიერების ზომა. აქვს ვიდეო მესხსიერებას.

ამჟამად ვიდეომეხსიერების რამდენიმე სტანდარტია: ( სიხშირის მიხედვით ) DDR, DDR2, GDDR3, GDDR4 ( ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ) და უახლესი GDDR5. რაც უფრო ახალი სისტემის მეხსიერება აქვს ვიდეობარათს, მით უფრო მეტი აქვს სიხშირე ( Memory clock ).ზომის მიხედვით: 128, 256, 384, 512, 768, 896, 1024, 1536, 1768, 2048, 4096 მბ.

  • რესურსები ინტერნეტში
Other Languages
azərbaycanca: Video kart
български: Видеокарта
čeština: Grafická karta
dansk: Grafikkort
Deutsch: Grafikkarte
Ελληνικά: Κάρτα γραφικών
English: Video card
Esperanto: Vidkarto
eesti: Videokaart
français: Carte graphique
magyar: Videokártya
Bahasa Indonesia: Kartu grafis
italiano: Scheda video
한국어: 그래픽 카드
Кыргызча: Видеокарта
lumbaart: Scheda Videu
lietuvių: Vaizdo plokštė
latviešu: Videokarte
олык марий: Видеокарт
македонски: Графичка картичка
Bahasa Melayu: Kad video
Nederlands: Videokaart
norsk nynorsk: Grafikkort
norsk: Skjermkort
ਪੰਜਾਬੀ: ਵੀਡੀਓ ਕਾਰਡ
português: Placa de vídeo
română: Placă video
русский: Видеокарта
srpskohrvatski / српскохрватски: Grafička kartica
Simple English: Video card
slovenčina: Grafická karta
slovenščina: Grafična kartica
српски / srpski: Графичка карта
svenska: Grafikkort
Türkmençe: Kompýuter wideo
Türkçe: Ekran kartı
українська: Відеокарта
vèneto: Scheda video
Tiếng Việt: Bo mạch đồ họa
吴语: 显示卡
中文: 显示卡
粵語: 顯示卡