ელესდი

ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი
ელესდი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებალიზერგინული მჟავის დიეთილამიდი
ტრადიციული სახელწოდებაელესდი, ელესდი-25, D-ელესდი, D-ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა323.440 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა80 - 85 °C
კლასიფიკაცია
PubChem5761

ელესდი ან ელესდი-25 (ინგლ. Lysergic acid diethylamide, LSD) — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს (დახუჭული და გახელილი თვალით), დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა). ლსდ-ს აღმოჩენამ, მისი საშუალებით განცდილმა აქამდე უცნობმა ფსიქიკურმა მდგომარეობებმა, ხედვამ და ასევე მისმა შემდგომმა შესწავლამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფსიქიატრიაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე და იმდროინდელ კონტრ-კულტურაზე.

ელესდი პირველად 1938 წელს შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა. „ელესდი -25“ როგორც თავად ალბერტ ჰოფმანი განმარტავს ლაბორატორიაში მიცემული კოდური სახელია, რომელიც ლიზერგინული მჟავის ამიდების სერიის სინთეზის დროს, როგორც რიგით 25-ე სუბსტანციას მიენიჭა[1] მიუხედავად ამისა ნივთიერების ჭეშმარიტი ბუნება წლების მანძილზე უცნობი იყო მისი შემქმნელისთვის მანამ სანამ 1943 წელს, 16 აპრილს ლაბორატორიაში მუშაობისას შემთხვევით თითებიდან შეწოვის შედეგად იგი მის ორგანიზმში არ მოხვდა, რაოდენობა ძალიან მცირე იყო თუმცა საკმარისი, რომ ჰოფმანს მისი ფსიქოაქტიური ბუნება შეეგრძნო. სამი დღის შემდეგ 19 აპრილს, მან ამჯერად უკვე გამიზნულად 10 მლ წყალში განზავებული, 250 მიკროგრამი (0.25 მილიგრამი) ლსდ per os მიიღო (დოზა რომელიც მისი აზრით ზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო ეფექტის შესაგრძნობად). რეალურად კი ზღვრული დოზა 20 მიკროგრამია.[2]

დღესდღეობით ჰალუცინოგენები რომლებიც საქართველოში ბლოტერების (პატარა, ჰალუცინოგენით გაჟღენთილი ქაღალდები), განსაკუთრებით კი სითხის და ფხვნილის სახით იყიდება, როგორც ლსდ, შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ არ შეიცავს ელესდის და სულ სხვა ქიმიური ჯგუფის ჰალუცინოგენს, ბევრად უფრო იაფფასიან რომელიმე ფენეთილამინს წარმოადგენენ. უარეს შემთხვევაში, მომხმარებელი მეცნიერულად შეუსწავლელ, ახალ ექსპერიმენტულ ნაერთს იღებს, რომლის შესაძლო შედეგებიც, ახლო და შორეულ მომავალში ჯანმრთელობაზე უცნობია.

  • ტოქსიკოლოგიური მონაცემები
  • სქოლიო

ტოქსიკოლოგიური მონაცემები

შედარებისთვის: ელესდის საშუალო დოზა 1.5 მიკროგრამი/კილოგრამზეა (0.0015 მილიგრამი/კილოგრამზე) [3]

ელესდის LD50 (საშუალო სასიკვდილო დოზა) ვარირებს სახეობებს შორის, ყველაზე დაბალი იგი კურდღლებშია 0.3მგ/კგ ინტრავენურად.[4] ვირთაგვებში სასიკვდილო დოზა გაცილებით მაღალია 16.5მგ/კგ ინტრავენურად[4][5] ცხოველებში სიკვდილს პარალიზი და რესპირატორული სისტემის უკმარისობა იწვევდა. მაიმუნებში ( Macaca Mulatta) 1მგ/კგ (1000 მკგ/კგ) ინტრავენურმა ინექციამ არ გამოიწვია არც სასიკვდილო გამოსავალი და არც პერსისტენტული სომატური ცვლილებები[6] ადამიანებში არ არის დადასტურებული სიკვდილის შემთხვევა რომელიც ლსდ-ს ზედოზირებამ გამოიწვია. 8 ინდივიდმა რომლებმაც შემთხვევით ლსდ-ს ძალიან დიდი ოდენობა მიიღო და დაუფიქსირდათ ლსდ-ს კონცენტრაცია 1000-7000 მიკროგრამი 100 მლ პლაზმაში კომატოზურ მდგომარეობაში მოთავსდნენ საავადმყოფოში, აღენიშნებოდათ ჰიპერთერმია, ღებინება, მსუბუქი სისხლდენა კუჭიდან და რესპირატორული პრობლემები. არცერთი შემთხვევა ფატალურად არ დამთავრებულა, ჯანმრთელობის მხრივ არ აღენიშნათ ნარჩენი ეფექტები.[7]

ტერატოგენული და მუტაგენური ეფექტები

1967 წელს გამოქვეყნდა სტატია ელესდის მიერ გამოწვეული ქრომოსომული დაზიანების შესახებ[8] სტატიამ ვერ გაუძლო სამედიცინო კრიტიკას და მასში წამოყენებული მოსაზრება გაბათილებულ იქნა შემდგომ კვლევებში: დიშოცკი[9] და გროფი[10]) ემპირიულმა შესწავლამ არ აჩვენა ელესდის მუტაგენური ან ტერატოგენული პოტენციალი. ცხოველებში (თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები) ტერატოგენულობა ელესდის მხოლოდ განსაკუთრებით მაღალმა (500მკგ/კგ კანქვეშ) დოზებმა აჩვენეს. ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი თაგვებში ორსულობის პირველი 7 დღე აღმოჩნდა[11] ელესდის არ აქვს კარცენოგენული ეფექტი[10]

Other Languages
Afrikaans: LSD
Alemannisch: LSD
asturianu: LSD
azərbaycanca: LSD
беларуская: ЛСД
беларуская (тарашкевіца)‎: ЛСД
български: ЛСД
bosanski: LSD
català: LSD
Cymraeg: LSD
dansk: LSD
Deutsch: LSD
Esperanto: LSD
español: LSD
eesti: LSD
euskara: LSD
فارسی: ال‌اس‌دی
suomi: LSD
føroyskt: LSD
français: LSD
galego: LSD
עברית: LSD
hrvatski: Lizergid (LSD)
magyar: LSD
Bahasa Indonesia: Asam lisergat dietilamida
íslenska: LSD
italiano: LSD
日本語: LSD (薬物)
lumbaart: LSD
lietuvių: LSD
norsk nynorsk: LSD
norsk: LSD
occitan: LSD
português: LSD
русский: ЛСД
sicilianu: LSD
srpskohrvatski / српскохрватски: Dietilamid liserginske kiseline
slovenščina: LSD
shqip: LSD
svenska: LSD
Türkçe: LSD
українська: ЛСД
Tiếng Việt: LSD